logo
ENG



აშშ-ის ელჩი: ეს შეთანხმება რჩება ღია პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის ხელმოსაწერად 

19 აპრ 202123:11
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ის ელჩი: ეს შეთანხმება რჩება ღია პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის ხელმოსაწერად 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტი ღია რჩება პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის ხელმოსაწერად. 

როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო 6 თვე იყო რთული და გრძელი პროცესი, თუმცა შეთანხმების მიღწევა საქართველოს წარმატებას ნიშნავს. 

"ბოლო 6 თვე იყო რთული და გრძელი პროცესი. კომპრომისის მიღწევა იყო რთული, მაგრამ მადლობელი ვართ შარლ მიშელის, ასევე სალომე ზურაბიშვილის, რომელმაც უმასპინძლა დღეს ამ საღამოს. ეს შეთანხმება რჩება ღია ინდივიდუალური პარლამენტის წევრებისთვის ხელმოსაწერად. ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება, რომლითაც საქართველომ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას, მის ევროატლანტიკურ ოჯახში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამერიკას უნდა ნახოს საქართველო წარმატებული და უნდა, რომ აქ დემოკრატიის წარმატება ნახოს. ეს არის ნამდვილი წარმატება საქართველოსთვის. კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ბევრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა საქართველოს ეყოლება ფუნქციური პარლამენტი", - განაცხადა კელი დეგნანმა. [სინქრონული თარგმანი]

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს, რომელშიც, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის ცერემონიალი პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. შეთანხმებას ხელი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ მოაწერეს

 
 
 

close დახურვა